X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

შეხვედრა გაეროს კოსმოსურ საქმეთა ოფისის წარმომადგენლებთან

5 მაისი 2016

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში კრიზისული სიტუაციების მართვის ცენტრის წარმომადგენლების და გაეროს  კოსმოსურ საქმეთა ოფისის (UNOOSA) საინფორმაციოპლატფორმის (UN-SPIDER) ტექნიკურ მრჩეველთა მისიის შეხვედრა გაიმართა.

უცხოელი ექსპერტები დაინტერესდნენ იმით,  თუ როგორ იყენებს ქართული მხარე სივრცით ტექნოლოგიებს კრიზისების პრევენციისა და მართვის პროცესში. გაეროს კოსმოსურ საქმეთა ოფისის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ყურადღება კატასტროფების რისკების შემცირებაზე გაამახვილეს. სამინისტროს წარმომადგენლებმა ამ კუთხით გაწეულ სამუშაოზე ისაუბრეს.

საქართველო რიგით 36-ე ქვეყანაა, სადაც გაეროს მისიის ექსპერტები ჩამოვიდნენ. მათი მიზანი კატასტროფის მართვის კუთხით არსებული მდგომარეობის გაანალიზება და გაეროს ოფიციალური ანგარიშის მომზადებაა, რომელსაც საქართველოს მთვრობას წარუდგენენ.  უცხოელი ექსპერტები და სამინისტროს წარმომადგენლები  ტრენინგებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რათა კოსმოსური თანამგზავრებიდან და რადარებიდან მიღებული მასალის გაშიფვრა-დამუშავება უკეთ შეძლონ.